კალათბურთი

ლეგიონერები

თორნიკე შენგელიას 13 ქულა და ცსკა-ს მორიგი გამარჯვება VTB ლიგაზე

AutoSharing Option
ერთიანი VTB ლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ სარატოვში 98:82 დაამარცხა "ავტოდორი".

შენგელიამ 17:49 წუთში 13 ქულა (10-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი), 6 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16 იყო. კლუბის საიტის ცნობით, მას მცირე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ მაინც ითამაშა.

პარკეტზე გამორჩეული მასპინძელთა ამერიკელი ლეგიონერი ნეით მეისონი იყო - 31 ქულა და მარგი ქმედების 38-იანი კოეფიციენტი.

ცსკა-მ 12 ჩატარებული მატჩიდან 10 მოიგო, მეორე ადგილზეა და 1-ელ
თებერვალს პოლონეთში "ზელენა-გურას" შეხვდება, იქამდე კი ევროლიგაზე 3 მატჩი აქვს ჩასატარებელი.