დიდებული შერმადინი - 29 ქულა და მარგი ქმედების 37-იანი კოეფიციენტი "მანრესასთან"

AutoSharing Option
ლიგა ენდესას მე-20 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე" "მანრესა" 85:70 დაამარცხა.

შერმადინი კვლავ ჩინებულად გაისარჯა: 22:57 წუთში 29 ქულა (14-დან 10 ორქულიანი, 9-დან 9 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა და მარგი ქმედების 37-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.

"ტენერიფე" 16 მოგებით მეორე ადგილზეა და 30 იანვარს სტუმრად "ანდორას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული