შენგელია "ალბასთან" საუკეთესო იყო - ჯეიმსს გუნდიდან მასთან ჩხუბის გამო აგდებენ? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ბერლინში 71:68 დაამარცხა "ალბა".

გერმანულმა გუნდმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მასზე ობიექტურად უფრო ძლიერ მეტოქეს და გამარჯვებული მხოლოდ შეხვედრის დასასრულს გამოვლინდა. შენგელიამ გადამწყვეტი 4 ქულა და გამარჯვება მოუპოვა თავის გუნდს.

თორნიკემ 26:09 წუთში 20 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 1 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის ინდექსი კი 21-ს გაუტოლდა და მატჩის MVP გახდა. მის შემდეგ ცსკა-ში ყველაზე შედეგიანი 13 ქულით დანიელ
ჰეკეტი იყო. ორმაგი დუბლი ნიკოლა მილუტინოვმა შეასრულა - 10 ქულა და 11 მოხსნა.

ცსკა-ს 16 მოგება აქვს, "ბარსელონასთან" ერთად ლიდერია და 29 იანვარს "ბაიერნს" უმასპინძლებს.

და კიდევ: "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე ცსკა-ს ამერიკელი ლეგიონერი მაიკ ჯეიმსი შენგელიას ეჩხუბა, რის გამოც ის გუნდის შემადგენლობიდან გამოიყვანეს და კონტრაქტის გაწყვეტას უპირებენ. თუმცა, თავად ჯეიმსი ამას უარყოფს და ამბობს, რომ ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, იდიოტია.

ცნობილმა კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ განაცხადა, რომ ჯეიმსის გარეშე ცსკა უკეთ თამაშობს, რადგან მასთან ერთად გუნდი შეტევაში არასტაბილურია, დაცვაში კი მეტოქის ყველაზე სუსტ კალათბურთელს მეურვეობს.

ერთი რამ კი ფაქტია - ჯეიმსის არყოფნაში შენგელია გაცილებით უკეთ თამაშობს და გუნდსაც უფრო ლიდერობს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა გამოდის, სტალინმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ჰიტლერი და რაიხსტაგზე სსრკ-ს დროშა აღმართა??!! )))
aburjga
28 იანვარი 2021 12:26
16
მარტო თოკოსთან კომფლიქტი არ ყოფილა მანდ, მწვრთნელდანაც მოუვიდა დაკადაკა და სხვა თანაგუნდელებთანაც.
jjj
28 იანვარი 2021 11:17
1
... მწვრთნელთან დაიწყო თავდაპირველად კონფლიქტი!!!
დათო
28 იანვარი 2021 12:49
2
ცსკას ხელმძღვანელობა გიჟები კი არ იყვნენ ამდენი რომ გადაიხადეს თოკოს შეძენაში,ის დღეს ევროპის ტოპ-კალათბურთელია!
თოკომოტივი
28 იანვარი 2021 10:44
5
შენგელია არის მებრძოლი და ცსკა-ს ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა, ისევე როგორც ეს იყო ბასკონიაში და არის ეროვნულ ნაკრებში. ჯეიმსმა თუ ერთი ადგილის თამაში დაიწყო, თოკოსთან არ გაუვიდოდა. გუშინაც გერმანელთა მოთამაშემ არასპორტულად იმოქმედა და თოკო გაიწია. რუსეთში რომ თამაშობს, არაფერია - პირველ რიგში საქართველოს მატებს იმიჯს
გვიმრავლოს ასეთი სპორტსმენები და კაცები!
არჩი
28 იანვარი 2021 10:22
7
მთლად საამაყო ამაში არაფერია თუ მართლა ვინმეს ამის გამო უჭყვიტავენ კონტრაქტს. ყველა წესიერ კაცს ასეთი რამ შეაწუხებდა...
ზურა
28 იანვარი 2021 02:47
16
და შენ რა იცი რომ თორნიკე ამით ამაყობს, სადმე თქვა და მოისმინე?
ნუ ინტრიგანობ!!!!
28 იანვარი 2021 12:38
1
თქვენ,ყველანი,ვინც წერთ,ჩემს შესაძლო ჩხუბზე,თოკოსთან,იდიოტები ხართ.განაცხადა ჯეიმსმა,თავის მიმართვაში.საღი აზრიც ხომ უნდა გქონდეთ,სანამ რაღაცას გაავრცელებთ,უკეთ უნდა გაერკვეთ.ეს მისი სიტყვების დედააზრია.
სოსო
28 იანვარი 2021 02:29
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული