კალათბურთი

ლეგიონერები

მამუკელაშვილის 11 ქულა და მარცხი "ბატლერთან"

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" ამერიკის სტუდენტური ლიგის მორიგ მატჩში მარცხი განიცადა და NCAA-ს ჩემპიონატში (მარტის სიგიჟე) მოხვედრა გაირთულა. "მეკობრეები" სტუმრად "ბატლერს" შეხვდნენ და 52:61 წააგეს.

სანდრო მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია და პრაქტიკულად, ყველა შეხვედრაში თავის გუნდში საუკეთესოა, მაგრამ ამჯერად ქართველ ფორვარდს არც ისე კარგი თამაში ჰქონდა. მამუკელაშვილმა 35 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 4-დან 1 ორქულიანი და 9-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა.

აღსანიშნავია, რომ "სეტონ ჰოლმა" ზედიზედ მეორე თამაში წააგო, მანამდე კი
4-მატჩიანი მოგებების სერია ჰქონდა. "მეკობრეები" BIG EAST-ის კონფერენციაში 10 მოგებით და 7 წაგებით მე-3 ადგილზე არიან, მთლიანობაში კი სეზონში მოგება/წაგების ბალანსი დადებითი აქვთ: 13-10. "სეტონ ჰოლი" მომდევნო შეხვედრას 3 მარტს, საკუთარ მოედანზე "კონექტიკუტთან" გამართავს.

GBF

altმამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და გამარჯვება "მარკეტთან"