ანალოგიური სცენარი: შენგელიას 8 ქულა, ცსკა-ს ჩაგდებული მეოთხე მეოთხედი და გამარჯვება

AutoSharing Option
ევროლიგის 27-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ თელ-ავივში ადგილობრივ "მაკაბის" 84:80 სძლია.

ისევე, როგორც გასულ მატჩში "ოლიმპიაკოსთან", შენგელიამ კვლავ 8 ქულა ჩააგდო, მისმა გუნდმა კი ისევ მეოთხე მეოთხედში გაირთულა სიტუაცია.

ცსკა მესამე პერიოდის შემდეგ 16 ქულით იყო წინ. მასპინძლებმა სხვაობის შემცირება მოახერხეს, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.

შენგელიამ 21:08 წუთში 8 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9 იყო.

ცსკა-მ 26 ჩატარებული მატჩიდან 18 მოიგო, მეორე
ადგილზეა და 4 მარტს გასვლაზე "ანადოლუ ეფესს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კაპიტანი რომელიც ვითომ ტრამვის გამო ნაკრებს არ დაეხმარა და ნაკრების თამაშების შემდეგ ზედიზედ ითამაშა ცსკა-ს თამაშები... ცესკა-ს როგორც უნდა ისე იქცევა თოკოც... სირცხვილია!..
13
მთავარია ჯანმრთელად იყოს ჩვენი კაპიტანი,თორემ მაგის გარეშე არანაირი შანსი არ გვაქვს.
ლევანი
11:26 03-03-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული