სანაძის 24 ქულა გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
სერბულ “ბორაცში” გადასვლის შემდეგ დუდა სანაძემ ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. ადრიატიკის ლიგაზე ბორაცელებმა ბოსნიურ “იგოკეას” უმასპინძლეს და სანაძის შედეგიანობის მიუხედავად 78:101 წააგეს.

სანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:30 წუთში 24 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. დუდამ 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 13-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ეს, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო
მაჩვენებელი გახლდათ.

სერბულმა ბორაცმა 5 მოგება და 15 მარცხი მოაგროვა და 14-გუნდიან ადრიატიკის ლიგაში ბოლოსწინა პოზიცია უკავია. სანაძის კლუბი მომდევნო შეხვედრას 24 მარტს, სტუმრად, ხორვატულ ზადართან ჩაატარებს.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული