კალათბურთი

ლეგიონერები

შერმადინის 15 ქულა და გამარჯვება "ბეტისთან"

AutoSharing Option
ლიგა ენდესას 28-ე ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" სევილიაში 93:82 დაამარცხა "ბეტისი".

შერმადინმა 20:40 წუთში 15 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო) და 4 მოხსნა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18 იყო.

გიორგიზე მეტი მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა სასუ სალინმა ჩააგდო, რომელიც სარგებლიანობის 24-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

"ტენერიფემ" 26 ჩატარებული მატჩიდან 21 მოიგო, მესამე ადგილზეა და 8 აპრილს სტუმრად "ბურგოსს" შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ