ლიგა ენდესას 29-ე ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე "ესტუდიანტესი" 101:77 გაანადგურა.
შერმადინმა 17:24 წუთში 25 ქულა (13-დან 9 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა და მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
"ტენერიფემ" 28 ჩატარებული მატჩიდან 23 მოიგო, მესამე ადგილზეა და 13 აპრილს მადრიდში ლიდერ "რეალს" დაუპირისპირდება, რომელმაც ამ სეზონში ჩემპიონატზე მხოლოდ 1 მარცხი განიცადა.