შენგელიამ "პანათინაიკოსთან" 11 ქულა ჩააგდო და "ფენერბახჩესთან" პლეი-ოფი ელის

AutoSharing Option
ევროლიგის გამოტოვებულ მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში 93:86 მოუგო მიმდინარე სეზონში უხეიროდ მოასპარეზე "პანათინაიკოსს".

ცსკა-ს მეორე ადგილი განაღდებული ჰქონდა და ამ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. შენგელიამ, რომელმაც წინა ორი შეხვედრა თვალის დაზიანების გამო გამოტოვა, 27:29 წუთი ითამაშა და თავის გუნდს 11 ქულით შეეწია. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 13 იყო.

ამით რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და პლეი-ოფები
იწყება, რომელშიც ცსკა-ს საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვს და 21 აპრილს "ფენერბახჩეს" უმასპინძლებს.

თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი ააცილა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსული არმიის ცენტრალური კლუბის შემადგენლობაში. ესე რო დაწეროთ ხოლმე ცსკ-ას ნაცვლად?!
ვახო
18:11 15-04-2021
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული