გუნდური სულისკვეთება პლეი-ოფში ძალიან მნიშვნელოვანია... - შენგელიას თამაშს თანაგუნდელი ეხმაურება

AutoSharing Option
ევროლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მოსკოვის ცსკა-მ "ფენერბახჩე" (92:76) დაამარცხა. თორნიკე შენგელიას მწირქულიან (6 ქულა) თამაშზე რუსულ გამოცემა sportbox-თან ვრცლად ისაუბრა ცსკა-ს 31 წლის ფორვარდმა სემიონ ანტონოვმა:

"გუნდის წარმატებაში ყველას თავისი წვლილი შეაქვს. ზოგჯერ ეს სტატისტიკურად ჩანს, ზოგჯერ - არა. იყო მომენტები, როცა შენგელიამ უკან დაიხია და ბურთის შენარჩუნებაში დაგვეხმარა. გუნდური სულისკვეთება პლეი-ოფში ძალიან მნიშვნელოვანია".

23 აპრილს ცსკა "ფენერს" ისევ საკუთარ მოედანზე მიიღებს, მესამე მატჩი კი 28 აპრილს, თურქეთში გაიმართება.


მომზადებულია  sportbox-ის მიხედვით

altშენგელიას 6 ქულა და ცსკა-ს "ფენერბახჩესთან" დამაჯერებელი გამარჯვება


მკითხველის კომენტარები / 2 /
სუსტი სეზონი აქვს წელს ევროლიგაზე,პერსონალურად
*გიორგი
22 აპრილი 2021 14:13
3
ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან,ცსკა,ვარსკვვლავებისაგან შემდგარი კოლექტივი იყო,სადაც ყველა გუნდისათვის მუშაობდა.ახლაც ასეა.ჯეიმსი იმიტომაც ვერ გაჩერდა,გუნდში,რომ გამოკვეთილი ინდივიდუალისტი იყო და გუნდურ სათამაშო დისციპლინას,არ ემორჩილებოდა.შეეძლო უიმედო მომენტების გადარჩენა,მაგრამ ძალიან ხშირად,გუნდი, მის გამო ზარალდებოდა კიდეც
სოსო
22 აპრილი 2021 17:21
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული