შერმადინი "ბილბაოსთან" მოგებულ მატჩში: 16 წუთი, 12 ქულა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში "ბილბაო ბასკეტი" იოლად – 86:67 დაამარცხა და ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, როცა ქართველი ცენტრი მატჩის MVP არ გამხდარა. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში, თუმცა მხოლოდ 16:17 წუთი ითამაშა და ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ საუკეთესო შედეგიანობა დაეფიქსირებინა.

შერმადინმა 4-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 12 ქულა მოაგროვა. სხვა მონაცემებში ქართველმა ლეგიონერმა მოიკოჭლა: 1 მოხსნა და 3 დაკარგვა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 8 შეადგინა. ამ მხრივ საუკეთესო ბრუნო ფიტიპალდო გახდა (18), ბომბარდირობა
კი მარსელინიო ჰუერტასმა გაიფორმა – 24 ქულა.

25 გამარჯვებითა და 6 მარცხით "ტენერიფე" ისევ მესამე ადგილზეა. შემდეგი მატჩი შერმადინის გუნდს 24 აპრილს, ბადალონაში, "ხუვენტუდთან" ელის. 

GBF

altშენგელიას 6 ქულა და ცსკა-ს "ფენერბახჩესთან" დამაჯერებელი გამარჯვება


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული