თეთრი დროშები? შერმადინის "ტენერიფე" 43 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
"ბარსელონა" და "რეალი" "ტენერიფესთვის" უხერხული მეტოქეები არიან. გიორგი შერმადინის გუნდმა მიმდინარე სეზონში ყველა გუნდი დაამარცხა, ამ 2 გრანდის გარდა. ტრადიცია გაგრძელდა პლეი-ოფის ნახევარფინალურ სერიაშიც, რომელშიც მოედნის უპირატესობა "ბარსელონას" აქვს და კატალონიელებმა სერია იოლი გამარჯვებით გახსნეს – 112:69.

ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 18 წუთი ითამაშა და ამის მიზეზი ისაა, რომ მატჩის ბედი მესამე პერიოდშივე გადაწყდა და მწვრთნელს გუნდის ქართველი ლიდერი ბოლო ათწუთეულში აღარ დაუტვირთავს. პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მესამე ათწუთეულში კი "ბარსელონას" კალათბურთელებმა პერიმეტრიდან მაღალი სიზუსტით სტყორცნეს და მეოთხედი 40:18 მოიგეს. მათ
საბოლოოდ 32-დან 17 სამქულიანის რეალიზება მოახერხეს.

18 წუთში შერმადინმა 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 9 ერთეული შეადგინა, ხოლო ამ მხრივ მატჩის საუკეთესო "ბარსელონას" ლიდერი ნიკოლა მიროტიჩი გახლდათ – 23.

ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდეა. შემდეგი მატჩი ტენერიფეში – 9 ივნისს გაიმართება. გათანაბრების შემთხვევაში, გადამწყვეტ შეხვედრას "ბარსელონა" 11 ივნისს უმასპინძლებს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 1 /
თითქმის ყველა ცენტრმა დაიწყო სამ ქულიანების სროლა.გიორგიმ კი,საქართველოში შესანიშნავად რომ ისროდა პერიმეტრიდან,ესპანეთში თავის არსენალიდან ამოაგდო,სხვა მსროლელებიც საკმარისად გვყავსო.არადა ერთიორად საშიში იქნებოდა და იქნებ ნბამდეც მიეღწია.
სოსო
10:02 09-06-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული