ბრწყინვალე შერმადინი - 37-იანი კოეფიციენტით ბარსელონასთან მატჩის MVP გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა ენდესას ნახევარფინალის მეორე მატჩში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონა" 80:68 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 1:1 გახდა.

პირველ შეხვედრაში "ბარსამ" გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა (112:69) და რადგან მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, ბოლოს მწვრთნელმა შერმადინი აღარ ათამაშა და დღევანდელი დაპირისპირებისთვის დაასვენა. როგორც აღმოჩნდა, აბსოლუტურად სწორადაც მოიქცა.

გამარჯვებული დღევანდელ მატჩში დასკვნით მეოთხედში გაირკვა, რომელიც მასპინძლებმა 22:13 მოიგეს.

გიორგი მარგი ქმედების 37-იანი კოეფიციენტით MVP გახდა: 26:48 წუთში 21 ქულა (10-დან 8 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება
მიითვალა.

acb.com-ის ცნობით, ქართველმა ცენტრმა ესპანურ ლიგაში 1987 წელს "გრანადას" კალათბურთელის, ედი ფილიპსის მიერ დამყარებული სარგებლიანობის რეკორდი (35) დაამხო.

26 ქულით ყველაზე შედეგიანი შერმადინის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი იყო, რომლის ანგარიშზე 11 პასია. პაუ გასოლი კატალონიურ გუნდს 15 ქულით შეეწია.

სერია ორ მოგებამდეა - ამ გუნდების შემდეგი მატჩი 11 ივნისს ბარსელონაში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყველა დროის საუკეთესო ქართველი კალათბურთელი (არც ნათესავი ვარ, არც ნაცნობი, ჯამლეტაც არ მეხატება გულზე)
სანდრო
10 ივნისი 2021 19:05
4
როგორ მონდოდა, რომ შერმას ბარსელონასთან გამოეჩინა თავი, რათა მვპ ის ტიტული მხოლოდ დაბალი კლასის გუნდებთან კარგი თამაშის ხარჯზე არ ჰქონოდა მოპოვებული, მათ ხომ ყველა თამაში უშანსოდ წააგეს რეალთან და ბარსასთან რეგულარულში, ძალიან მინდოდა, რომ გრანდთან ეთამაშა კარგად და აჰა, დაამტკიცა და როგორ დაამტკიცა, რომ უპირობო მვპ_ა, ბრავო გიორგი, ვამაყობთ შენით. თან ეს ყველაფერი რეკორდით გააკეთა. შენი ჭირიმე შერმინატორო!!!
q
10 ივნისი 2021 16:26
0
შერმინატორი ☠️☠️☠️
ლევან
10 ივნისი 2021 14:55
0
ბოლო წლებია ესპანურ კალათბურთს ქართველები აზანზარებენ(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით)! ჯერ იყო და თოკომ ბასკონია გახადა ესპანეთის ჩემპიონი და ეხლა უკვე გიოს მიყავს პარადი.
!!!!!!!
10 ივნისი 2021 12:09
0
ისეთ საკალათბურთო ქვეყანაში როგორიც ესპანეთია ასეთ დონეზე თამაში აჩვენო და ასეთი აღიარება მოიპოვო ეს ძალიან ძალიან დიდი ამბავია. საქართველოს სიამაყე ხარ, ასე გააგრძელე შერმა!
არტ
10 ივნისი 2021 11:00
0
ბიტაძის გუნდმა მწვრთნელი Bjorkgren-ი გააგდო (გაუშვა).
ქ. გ.
10 ივნისი 2021 07:43
1
გიორგის სახით მართლაც რომ ტოპ-კალათბურთელი გვყავს და მჯერა, კიდევ ბევრჯერ ასახელებს საკუთარ თავს და საქართველოსაც. გვეამაყებით და წარმატებებს გისურვებთ ბატონო გიორგი !!!
გიორგი
10 ივნისი 2021 03:13
0

სიახლეები პოპულარული