ბეჟანიშვილი "დენვერის" რიგებში ითამაშებს

AutoSharing Option
გუშინ 30 ივლისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2021 წლის ლატარია გაიმართა, სადაც გუნდებმა ახალგაზრდა კალათბურთელები აირჩიეს, ჩვენდა სასიხარულოდ, უმაღლეს კალათბურთის ლიგაში ოფიციალურად 2 წარმომადგენელი - გოგა ბითაძე ("ინდიანა პეისერსი") და სანდრო მამუკელაშვილი ("მილუოკი ბაქსი") გვეყოლება, აღსანიშნავია, რომ სანდრო "ინდიანამ" აირჩია, თუმცა იმ წამსვე მოქმედ ჩემპიონებში გაცვალა.

2021 წლის დრაფტზე წარდგენილ კალათბურთელებს შორის ასევე მეორე ქართველ, გიორგი ბეჟანიშვილსაც შეხვდებოდით, როგორც მოსალოდნელი იყო 22 წლის ახალგაზრდა არც ერთმა გუნდმა არ აირჩია, თუმცა "დენვერ ნაგეტსმა" გიორგის საზაფხულო ლიგაზე თამაში შესთავაზა, თავის გამოჩენის შემთხვევაში კი
"ნაგეტსი" მის დამატებაზე დაფიქრდება.

აქედან გამომდინარე, ყველაფერი 22 წლის ქართველზეა დამოკიდებული. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ეგიდით გამართული საზაფხულო ლიგა 8-17 აგვისტოს ლას ვეგასში გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 7 /
როცა არ დაგაფასებენ გაცლა სჯობს...
რაც 20 წლამდელᲗა ნაკრებუს Შეკრებაზე მოხდა მეც ვფუქრობ Ჩემს ბავᲨვის გაᲨვებას უცხოეᲗᲨი...
აქ ვერ ვიპოვი სიმარᲗლეს...
ბეᲟანიᲨვილიც ასე იქნებოდა
სუს
01 აგვისტო 2021 20:41
1
ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ნაკრებში არ იძახებენ სამწუხაროდ, წარმატებები ორივეს
BTC
31 ივლისი 2021 14:26
3
ნაკრებში ნათამაშები აქვს , არ კი არა ვერ იწვევდნენ ,იმიტომ რომ ნაკრების თამაშები ემთხვეოდა სტუდენტური ლიგის კალენდარს
mamuka
31 ივლისი 2021 21:18
0
ორმაგი მოქალაქეობა კაი ხანია გაუქმებულია.
fff
31 ივლისი 2021 16:13
3
ბოლო-ბოლო ამ ბეჟანიშვილზე რა ხდება უნდა თუ არა ქართველობა გაარკვია ვინმემ?
hhh
31 ივლისი 2021 11:10
0
ქართველზე არა - ავსტრიელზე. ავსტრიის მოქალაქეა :)
Ser
31 ივლისი 2021 11:07
2
კარგია,ესე იგი შანსი მაინც არის.ვფიქრობ მილუოკი,მამუკელაშვილსაც შესთავაზებს,საზაფხულო ლიგაში თამაშს
სოსო
31 ივლისი 2021 10:41
1

სიახლეები პოპულარული