სანდროს თამაშით გულშემატკივრები აღფრთოვანებული არიან! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საზაფხულო ტურნეში "მილუოკი ბაქსის" შემადგენლობაში მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილმა პირველივე შეხვედრაში გულშემატკივრებს თავი შეაყვარა. "მამუმ" გუნდს 11 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

გულშემატკივრები სოციალურ ქსელში ქართველის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ და მის მომავალს იმედიანად უყურებენ:

"ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა. მას სათამაშო ინტელექტი საკმაოდ მაღალი აქვს, რასაც თამაშში შესანიშნავად იყენებს, თუ ის NBA-ს დონეზე ფარის დაცვაზე ივარჯიშებს, მაშინ "ბაქსს" რაღაც განსაკუთრებულის იმედი უნდა ჰქონდეს".

"თავისუფლად შემიძლია ვთქვა, ის ისეთ კალათბურთს აჩვენებს, რომ გუნდები მის მეორე რაუნდში
არჩევას ინანებენ. ის ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა ბურთს დიდებულად ათამაშებს".

"მას მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს, ისევე, როგორც იანის ანტეტოკუნმპოს. ამით გაოცებული ვარ. მისი რამდენიმე პასი გამაოგნებელი იყო. მიეცით მას დრო, რათა განვითარდეს და ის შესანიშნავი კალათბურთელი დადგება".
"ის გუნდისთვის "ჯოკერი" ჯერ ნამდვილად არაა, თუმცა, თუ თავდადებით ივარჯიშებს, შეუძლია ნიკოლა იოკიჩსაც კი დაემსგავსოს ან აჯობოს კიდევაც... ყველაფერს დრო აჩვენებს".
მამუკელაშვილის თამაშით ყველა აღფრთოვანებულია, თავის გამოჩენის მეორე შანსი კი ხვალ, 12 აგვისტოს, თბილისის დროით 00:00 საათზე "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ მიეცემა.

წყარო: "მილუოკი ბაქსის" "ფეისბუქგვერდი"





მკითხველის კომენტარები / 4 /
12 აგვისტოს 00 ზე მილოუკი ბაქსი საკუთარ თავს ეთამაშება?
გიორგი
16:39 11-08-2021
0
აბა რა , თითქმი დარწმუნებული ვარ ბითაძეზე მეტს შეძლებს , მაგრამ რა თქმა უნდა წარმატებები სანდროსაც და გოგასაც
ლშა
16:28 11-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული