კალათბურთი

ლეგიონერები

შერმადინი "რეალთან" მატჩში საუკეთესო იყო

AutoSharing Option
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და ქართველი ცენტრის ჩინებული თამაშის მიუხედავად დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 70:72.

ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 25:15 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება იყო.

გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი ზუსტად ისროლა, 9-დან კი 7 საჯარიმო გამოიყენა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21 იყო, რაც მატჩის მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგია 

"რეალი" სუპერთასის ფინალში "ბარსელონას" შეხვდება, "ტენერიფე" კი ესპანეთის ჩემპიონატს 18 სექტემბერს დაიწყებს.

altშერმადინის 17 ქულა ფინალში - "ტენერიფემ" ხეტაფეს თასი მოიგო

alt

ბრწყინვალე შერმადინი - 37-იანი კოეფიციენტით ბარსელონასთან მატჩის MVP გახდა! [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ