კვიპროსულ შეკრებაზე შენგელიას გუნდმა მორიგი მეტოქე გაანადგურა

AutoSharing Option
წინასასეზონო მზადებას განაგრძობს მოსკოვის ცსკა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია იცავს. კვიპროსში მყოფმა არმიელებმა დიდი ანგარიშით გაანადგურეს ბერძნული ლავრიო – 107:68. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 17:35 წუთი ითამაშა (სასტარტო ხუთეულში არ იყო) და გუნდს 6 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზეა 5 მოხსნა, 2-2 პასი და დაფარება და 1 ჩაჭრა.

აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს ძირითად გუნდში ითამაშა რუსეთის მოქალაქე ქართული გვარის მქონე ანტონ კარდანახიშვილმაც. მან 6:32 წუთში 3 ქულა, 2-2 მოხსნა და პასი მიითვალა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი ხარ თოკო! ასე გააგრძელე!
გია
13 სექტემბერი 2021 09:22
1
სხვათა შორის კარდანახიშვილი რუსეთის ნაკრების წევრია.
ჯუჯი
12 სექტემბერი 2021 23:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული