კალათბურთი

ლეგიონერები

შენგელიას 9 ქულა და კვიპროსულ ფინალში დამარცხებული "ოლიმპიაკოსი"

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ კვიპროსში ამხანაგური ტურნირი მოიგო. წინასასეზონო შეკრებაზე მყოფმა არმიელებმა გასულ დღეებში სანკტ-პეტერბურგის ზენიტსა (75:64) და ბერძნულ ლავრიოს (107:68) სძლიეს, დღეს კი, გადამწყვეტი შეხვედრა პირეოსის ოლიმპიაკოსს აჯობეს – 85:68.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამჯერად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ცსკა-ს რიგებში ყველაზე მეტი – 27:00 წუთი ითამაშა. თორნიკეს მონაგარი 9 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო,
მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

საინტერესოა, რომ შენგელიას მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა ოლიმპიაკოსზე 24 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, საუკეთესო +/- კოეფიციენტი იყო. თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა და ის ცსკა-ს რიგებში მხოლოდ იფე ლუნდბერგსა და ნიკოლა მილიტუნოვს (ორივე 15) ჩამორჩა.

მოსკოვის ცსკა-ს ახალ სეზონში პირველ ოფიციალური ტოტულის მოგების შანსი 18-19 სექტემბერს ექნება, როდესაც ვთბ-ლიგის სუპერთასში ჩაებმება. ნახევარფინალში ცსკა-ს მეტოქე ყუბანის ლოკომოტივი იქნება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი ყაზანის უნიკსი და ზენიტი იბრძილებენ.

GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ