თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-2 ტურის MVP გახდა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-2 ტურის საუკეთესო მოთამაშეა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულსა და მძლავრ საკალათბურთო ლიგაში ქართველმა კალათბურთელმა თავი ისახელა. მე-2 ტურის ეგიდით გამართულ 8 მატჩში შენგელიამ ყველაზე მაღალი სარგებლიანობის ინდექსი დააფიქსირა. სტამბოლში, ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ “ეფესთან” გამართულ შეხვედრაში ცსკა-ს ქართველმა ფორვარდმა 32:29 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. თორნიკემ 5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა გუნდმა კი 100:96 იმარჯვა.

23 ქულა შენგელიასთვის სარეკორდოა ევროლიგაში ცსკა-ს მაისურით. არმიულ კლუბში თამაშისას მას ევროლიგაში ასეთი
მაღალი (29) სარგებლიანობის ინდექსი არ დაუფიქსირებია.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა ეხლა გამოდით და თქვით, რომ თოკო არ არის ფორმაში.
აჩი
01:49 11-10-2021
0
ერთი კაცი თამაშს ვერ მოიგებს, მაგრამ თოკომ ფაქტიურად მარტომ მოიგო ევროლიგის ჩემპიონთან. ხელებიც ამიწევია. ვისაც არ გინახავთ ეს თამაში, აუცილებლად ნახეთ, აუცილებლად და იამაყეთ, რომ ქართველები ხართ.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული