"მონსტრი, ბრწყინვალე, კერპი, თოკოს სახელობის საღამოები ევროლიგაზე" - რუსები შენგელიათი აღფრთოვანებულები არიან

AutoSharing Option
ევროლიგაზე "ანადოლუ ეფესთან" და "ზენიტთან" თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე ასპარეზობით რუსეთში ყველა აღფრთოვანებულია.

"გამარჯვებით გახარებული ვარ. რაც შეეხება შეფასებას, კალათბურთი გუნდური სპორტია. ცხადია, შენგელია ბრწყინავს, მაგრამ არასწორი იქნება იმის თქმა, რომ მხოლოდ შენგელიამ მოგვიპოვა გამარჯვება. ყველა ცდილობს: მოთამაშეები, მწვრთნელები, შტაბი. თორნიკე ყოჩაღობს, თუმცა იმარჯვებს გუნდი", - განაცხადა ცსკა-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა.

გუნდის კაპიტანმა ნიკიტა კურბანოვმა ქართველი შეაქო: "საქმე თვით რეკორდშიც არ არის. თოკოს თამაში შესანიშნავად წაუვიდა. ასე რომ, ცოდვა იქნებოდა, ამ უპირატესობით არ გვესარგებლა. ის ბურთს კარგად აკონტროლებდა და ჩაგდებული ქულების
გარდა, პარტნიორებისათვის მომენტებს ქმნიდა. როდესაც ნამატჩევს გასახდელში შემოვიდა, ყველამ დაიყვირა, მიულოცეს. ველით, რომ მორიგი "სამაღარიჩო" გვექნება. გასულ ტურში MVP იყო და ისევ უნდა მიიღოს ტიტული".

კომენტარებში გულშემატკივრები თორნიკეს თამაშით აღფრთოვანებას გამოხატავენ:

- და აი, ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი თორნიკე!!!
- შენგელია ბოლო შეხვედრებში გვახარებს.
- ამ შენგელიებისგან ჩვენი "ზენიტი" რამდენჯერ დაზარალდა! მახსოვს, ჯერ კიდევ 1980 წელს კიროვის სახელობის სტადიონზე შენგელიამ ბოლოს გაგვიტანა და კინაღამ გამარჯვება გავუშვით ხელიდან. და ახლა ისევ.
- თოკომ იდეალური ფორმა აკრიფა და კერპად გადაიქცა. ასეთ თოკოს ჩვენ უბრალოდ ვაღმერთებთ. ჯანმრთელობა, შენ, ძვირფასო.
- უბრალოდ მონსტრია.
- ჩინებული თამაში თოკოსგან. "მუჟიკია".
- ეს მისი ზღვარი არ არის! ცოტაც და, 40 ქულას გადააბიჯებდა.
- სამწუხაროა, რომ დარბაზი ცარიელი იყო. თოკოს ასეთი დიადი თამაში ცოცხლად უნდა გვენახა.

"ევროლიგაზე თოკოს სახელობის საღამოებია. შედეგიანობის პირადი რეკორდი. მარგი ქმედების კოეფიციენტის პირადი რეკორდი", - წერს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
შენნაირი *პატრიოტები* სად იბადებიან საინტერესოა
ხო - ს
14 ოქტომბერი 2021 16:00
4
რუსები ვის აინტერესებს? რა ძალად აგორდა ეს თემა?
აგერ ვნახავთ თოკო გამოვა ცეესკადან ნაკრებში, და ნახავთ, რომ სხვა შეიძლება არ ჩამოვიდეს (არ გამოუშვან, ვერ ჩამოვიდეს, შედეგი სულერთია).
ლევანი
14 ოქტომბერი 2021 10:31
10
სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში ნუ აურევთ.ცსკა ევროპაში ერთ ერთი უძლიერესია და მანდ თამაში ბევრს სანატრელი აქვს.თორნიკეზე რომ დაათიეთ ერთი ამბავი მანამდე მანდ მარკოიშვილი და ცინცაძეც თამაშობდა და თოკო ნაკრების თამაშებზეც ჩამოვა.სხვებისგან განსხვავებით
ლუკა
14 ოქტომბერი 2021 09:51
6
თოკო კლავიატურის ურა პატრიოტებს ყურადღებას ნუ მიაქცევ თოკომოტივი ხარ ჩვენი.ევროლიგის საუკეთესო გამხდარიყავი წელს.ჯიგარო.
źaza
14 ოქტომბერი 2021 09:28
3
კარგია ძალიან გილოცავ თოკო მუდამ ესეთ პიკში გეთამაშოს ❤❤❤ ევროპაზე უნდა გაგვახაროთ ნაკრებმა ❤❤❤
ემიგრანტი
13 ოქტომბერი 2021 22:58
4
არ მახარებს შენგელიას წარმატებები ცსკა-ში, უთავმოყვარეობის ზეიმია...
გიორგი
13 ოქტომბერი 2021 22:56
113
თოკო! ძალიან გვიხარია, რომ წარმატებით ასპარეზობ! ასე ბოლომდე მიაწექი! ნაღდი გულშემატკივრები შენს ვერდით ვართ. ურა პატრიოტების ბოღმიან კომენტარებს კი ყურადღება არ მიაქციო.
qomagebi
13 ოქტომბერი 2021 21:23
18
რომელი პატრიოტების? :-) შენ თუ წარმოდგენა გქონდეს რას ნიშნავს პატრიოტი მე ვიყო ანტეტოკუმპო. რუსეთუმეობა არ დამაბრალო,იარაღით ვებრძოდი მაგათ,მაგათ მიაკვდა ძაღლი სულში,უბრალოდ შენნაირები არანაკლებ საშიშები არიან, როცა თოკოთი არ ამაყობ, ძალიან შორს ხარ საქართველოს სიყვარულისგან, მსოფლიოში ასახელებს საქართველოს კაცი
ხო-ს
14 ოქტომბერი 2021 16:29
1
ხო პატრიოტების აზრს ყურადღება არ
მიაქციო )))) მთავარია რუსები არიან აღფრთოვანებულები, კარგად ემსახურე აბა შენ იცი ,ვპერიოდ ტოვარიშჩ შენგელია!
ხო
13 ოქტომბერი 2021 22:56
55
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული