კალათბურთი

ლეგიონერები

სამწუხარო ამბავი - ევროლიგაზე გაბრწყინების შემდეგ შენგელიამ ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ცსკა-ს საიტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: "MVP-ის გარეშე ვითამაშებთ. "ზენიტთან" მატჩის დასრულებისთანავე ევროლიგის ბოლო ორი ტურის საუკეთესო მოთამაშე თოკო შენგელიამ მხრის არეში ტკივილი იგრძნო. ის GMS Clinic-ში გამოკვლევას იტარებს და გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება".

კომენტარი გუნდის მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა გააკეთა: "სამწუხაროდ, ყველაფერი ხდება. უკეთესის იმედად ვართ. თოკოს მხარი სტკიოდა და ჩვენ გარისკვა არ შეგვიძლია. ახლა ტესტირებას გაივლის. დღეს თავს უკეთ გრძნობდა, მაგრამ არა იმ დონეზე, რაც ძალისმიერი თამაშის საშუალებას მისცემს".

მოკლედ, ჯერ უცნობია, რამდენი ხანი მოუწევს შენგელიას უქმობა. არადა, საუცხოო
ფორმაშია და იმედია, მალე შეძლებს პარკეტზე დაბრუნებას.

ასევე დაგაინტერესებთ