გოგას სოლიდური დრო მიეცა და დაცვაში გამოირჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ნიუ იორკ ნიქსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 92:84 დაამარცხა.

სტუმართა რიგებიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 5 ქულით (2/2 სამქულიანი, 0/3 სამქულიანი), 2 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

"პეისერსის" მხრიდან საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 15 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ნიუიორკელებიდან კემბა უოლკერი გამოირჩა, რომელმაც 16 ქულა, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

დერიკ როუზმა აქტივში 14 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი
გადაცემა ჩაიწერა.

ამრიგად, "ინდიანა" 6 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 18 ნოემბერს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიქსი" 8 გამარჯვებითა და 6 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-7 ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს 18 ნოემბერს, "ორლანდო მეჯიქის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ის დრო რაც ამერიკაში გაატარა , დღეს ევროპის მთავარი ცენტრი იქნებოდა ალბათ . მესმის რომ ძნელია ცდუნებას გაუძლო , თუმცა უამრავი მაგალითი არსებობს ევროპულ კალათბურთში : კალატესი , ნავარო(ერთი სეზონი იყო მხოლოდ ნბა-ში), რუდი ფერნანდესი , ნანდო დე კოლო , ეს ხალხი ევროპული კალათბურთის სახეა და ამით არაფერი დაუკარგავთ მგონია , თოკოს მაგალითიც საკმარისია ჭკუის სასწავლებლად . წარმომიდგენია თოკოს გარეშე ნაკრებს როგორ გაუჭირდებოდა , ესეც გასათვალისწინებელია . ეს სეზონის თუ ვერ ჩაჯდა ძირითად ხუთეულში , ჯობია წამოვიდეს ევროპაში , ყველა ძლიერი გუნდი იქნებოდა მის მსურველთა რიგში . წარმატებები რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს გოგას .
ATP 16
11:09 19-11-2021
0
მგონი უკეთესი იქნება გოგა ევროპაში დაბრუნდეს. ასე ვერ განვითარდება და რეგრესიც დაეწყება, თუ არ დაეწყო უკვე. ვერ ჩაჯდა NBA-ში ფაკტია, უკვე უნდა დაემტკიცებინა რაღაც. აიღოს თოკოს მაგალითი და დაბრუნდეს ესპანეთში.
G.LA
11:00 16-11-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული