გოგას კარგი მატჩი - "ინდიანას" მწვრთნელმა ქართველს სოლიდური დრო მისცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "შარლოტ ჰორნეტსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 3 ქულიანი უპირატესობით, 121:118 დაამარცხა.

სტუმართა რიგებიდან გოგა ბითაძე სოლიდური 22 წუთით დაიტვირთა, რა დროშიც თავი 11 ქულით (4/8 საჯარიმო, 2/4 ორქულიანი 1/4 სამქულიანი), 4 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

"პეისერსის" შემადგენლობაში საუკეთესო ჯერემი ლემბი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

"შარლოტის" რიგებში ლამელო ბოლმა გუნდს 32 ქულა, 11 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "ინდიანა" 6
მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ, 21 ნოემბერს, "ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ჰორნეტსი" 10 გამარჯვებითა და 7 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-5 პოზიციაზეა, შემდეგ მატჩს კი ასევე 21 ნოემბერს, "ატლანტა ჰაუქსის" პირისპირ გამართავს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია-წარმატებები გოგას! იმუშავე, იშრომე და დაუმტკიცე ყველას რომ ძლიერი ხარ!!!
ბათუმი
15:11 20-11-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული