მამუკელაშვილის შესანიშნავი დებიუტი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოგეხსენებათ, "მილუოკი ბაქსმა" სანდრო მამუკელაშვილი სათამაშოდ G ლიგის გუნდ "ვისკონსინ ჰერდში" (საკუთარი გუნდია) გაუშვა.

დღეს კი სანდრომ "ფორტ უეინის" წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრა გამართა (მისმა გუნდმა 111:108 გაიმარჯვა)  და მშვენიერი სტატისტიკაც დააფიქსირა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 11 ქულით, 10 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

"მამუსთან" ერთად მონაწილეობა გეორგიოს კალაიცაკისმაც  მიიღო, ბერძენმა კალათბურთელმა გუნდს 15 ქულა და 8 მოხსნა შესძინა.

ამრიგად, სანდრომ G ლიგაში თამაში მშვენივრად დაიწყო, იმედია "ბაქსის" ხელმძღვანელობა ქართველს ამ სეზონში შანსს კიდევ მისცემს.



მკითხველის კომენტარები / 4 /
ასეთი კონტრაქტი აქვს სანდროს. ამ სეზონში მაქსიმუმ 50 თამაშში შეუძლიათ ათამაშონ ძირითად გუნდში და იქაც დიდ დროს რომ ვერ დაუთმობენ, ვხვდებით ყველა. სათამაშო პრაქტიკაც აუცილებელია, თუნდაც G-ლიგაში.
ზოგადად ისეთ ადგილასაა და ისეთი ხალხის გვერდით, სანდროსნაირი მშრომელი ბიჭი აუცილებლად წინ წავა და თანაც იმედი მაქვს დიდი ნაბიჯებით. წარმატებები სანდროს !!
სიმართლე
14:14 21-11-2021
0
ამ G ლიგას ისევ ევროპა ჯობია, მე მგონი
გუგა
20:04 20-11-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული