შერმადინის ფანტასტიკური თამაში და ფანტასტიკური მაჩვენებელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა ენდესას მე-11 ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" სახლში 98:89 დაამარცხა "გრან კანარია" და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქართველი ცენტრი განუმეორებელი იყო.

თავად განსაჯეთ: მან 22:44 წუთში 25 ქულა (7-დან 7 ორქულიანი, 13-დან 11 საჯარიმო), 10 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მითვალა და სარგებლიოანობის 41-იანი კოეფიციენტით (!) მატჩის MVP გახდა.

ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ გიორგის ტრავმის გამო სამი კვირა გაუცდა და თამაში 8 ნოემბერს დაიწყო.

"ტენერიფე" 8 მოგებით მესამე ადგილზეა და 4 დეკემბერს სტუმრად "მანრესას" შეხვდება, იქამდე კი შესანიშნავ ფორმაში მყოფი შერმადინი
საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
შერმადინი ჩვენი სიამაყე
mamu
00:29 22-11-2021
0
ღმერთს მადლობა რომ გიო გვყავს...
გიო
23:42 21-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული