კალათბურთი

ლეგიონერები

უდიდესი აღიარება - შერმადინი ფიბა-მ მსოფლიოს საუკეთესო 10 ცენტრში შეიყვანა

AutoSharing Option
მსოფლიოს მმართველმა საკალათბურთო ორგანიზაციამ (ფიბა) გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ყურადღების ცენტრში – ცენტრები, რომლებსაც უნდა დავაკვირდეთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე“.

მათ შორისაა საქართველოს ნაკრების წინახაზელი გიორგი შერმადინი, რომელსაც ფიბა-ს ჟურნალისტი ასე ახასიათებს:

„მწვრთნელებმა, რომლებიც შერმადინის გუნდს წვრთნიან, იციან - ბურთი ქართველ ცენტრამდე თუ მივა, ის აუცილებლად ჩააგდებს. გიორგი ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ქულებით მეექვსე იყო. ახლაც ფორმაშია და მზადაა გაუძღვეს საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე“.

შერმადინის გარდა ტოპ-10 ცენტრს შორის მოხვდნენ: ჯორდან ბელი (აშშ), ჟუ ქი (ჩინეთი), ოლეკ ბალჩეროვსკი (პოლონეთი), დენგ
გეუ (უგანდა), ტიბორ პლეისი (გერმანია), ჟილსონ ბანგო (ანგოლა), ფურკან ჰალტალი (თურქეთი), მოჰამედ ალ სოვაილემი (საუდის არაბეთი) და ისმაელ ბაკო (ბელგია).

GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ