შენგელიამ "ბაიერნთან" მოგებულ მატჩში 12 ქულა ჩააგდო და თბილისში გამოფრინდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში დაძაბულ მატჩში 77:74 დაამარცხა "ბაიერნი".

შენგელიამ 31:42 წუთში 12 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17 იყო.

თორნიკე ჩარტერული რეისით თბილისში გამოფრინდება და ხვალ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში უკრაინასთან ითამაშებს.

ცსკა 7 მოგებით მე-7 ადგილზეა და 2 დეკემბერს "პანათინაიკოსს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მადლობა თოკოს!!! იმედია, ნაკრებს დიდ დახმარებას გაუწევს...
tngh
15:51 26-11-2021
2
მალადეც ტორნიკე
ვოვკა
10:39 26-11-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული