სანდროს მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა G ლიგაში! ქართველს ვერ აჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
G ლიგაში მორიგი მეგა-მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილმა.

ქართველი ლეგიონერის "ვისკონსინ ჰერდმა" "ვინდი სიტი ბულსს" უმასპინძლა და 124:116 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც თავი 28 ქულით (5/7 სამქულიანი), 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

კარგი მატჩი გამართა ჯორდან ნვორამაც, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. შეგახსენებთ, ჯორდანი და "მამუ" სეზონის სტარტზე "მილუოკი ბაქსის" შემადგენლობაში გამოდიოდნენ, თუმცა "ირმების" ხელმძღვანელობამ მეტი სათამაშო დროის გამო კალათბურთელები საკუთარ G ლიგის გუნდში
გაუშვა.

ამრიგად, "ვისკონსინ ჰერდი" 6 გამარჯვებითა და 0 მარცხით 1-ელ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 1-ელ დეკემბერს, იმავე "ვინდი სიტი ბულსის" პირისპირ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 4 /
"ჭ" ლიგიდანაც არ უშვებენ ნაკრებში?
გრიგოლი1408
14:20 30-11-2021
4
რატო უნდა გააჩერონ?:დდ მიდი მამუ მიაწექიი!!კაროჩეე ჯობია აქ მაინც დატოვონ ორაქტია ექნება და იქნებ რამე ჯილდოსაც გამოკრას ხელი აბა ბაქსში ორი მეათედის თამაშს ყველაფერი ჯობია.აქ გამოცდილებას დააგროვებს და მწვრთნელსაც აჩვენებს შესაძლებლობებს!
აბგდ
11:48 30-11-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული