შენგელიამ ვერ ითამაშა - ცსკა-მ "პანათინაიკოსს" სძლია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებიდან ტრავმით დაბრუნებულ თორნიკე შენგელიას ცსკა-ში არ უვარჯიშია და დღეს "პანათინაიკოსთან" ევროლიგის მე-13 ტურის საშინაო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

თორნიკემ უკრაინასთან შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო, თუმცა ეროვნული გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ხოლო ესპანეთთან ვერ ითამაშა.

ცსკა-მ ტურნირის ერთ-ერთი აუტსაიდერი "პანათინაიკოსი" 97:77 დაამარცხა, 8 მოგებით მე-6 ადგილზეა და 10 დეკემბერს კაუნასში "ჟალგირისს" დაუპირისპირდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ მატჩისთვის დაუბრუნდება თორნიკე გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული