გოგას 38 და გიორგის 25 ქულა - ქართველების ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 16 დეკემბერს, G ლიგაში "ფორტ უეინი" "გრანდ რაპიდს" დაუპირისპირდა და 131:127 დაამარცხა.

"ფორტ უეინის" შემადგენლობიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 36 წუთი გაატარა, რა დროშიც 38 ქულა (13/19, 6/8 სამქულიანი), 14 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

"რაპიდსის" მხრიდან კი გიორგი ბეჟანიშვილმა 37 წუთში გუნდს 25 ქულა, (11/12), 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

მატჩის სრული მიმოხილვა
შესანიშნავი შეხვედრა გამართა აიზია ტომასმაც, რომელმაც 42 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

ქართველი კალათბურთელები შესანიშნავ
ფორმაში იმყოფებიან. იმედია, თავის გამოჩენის საშუალება NBA-შიც მიეცემათ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
და გიორგის ქულები სადაა...თუ არ ითვლება ქართველად..
bujanga
20 დეკემბერი 2021 21:25
0
ფეხბურთში ხომ გვჩაგრავენ მწვრთნელები ყველგან,ეხლა კალათბურთშიც დაიწყეს?
გელა2
16 დეკემბერი 2021 17:09
4
ხო გვჩაგრავენ აბა, განსაკუთრებული შური აქვთ ჩვენს მიმართ. რას ლაპარაკობთ ხალხო მართლა გჯერათ?
ზურა
16 დეკემბერი 2021 20:15
0
რიკ კარლაილი ძალიან ცუდი მწვრთნელია გოგასთვის. ჩემი აზრით უნდა წავიდეს გიგა ინდიანადან. სანამ კარლაილი, ტერნერი და საბონისი მანდ იქნებიან, მომავალი არ ექნება.
ირაკლი
16 დეკემბერი 2021 17:09
1
8-დან 6 სამქულიანს ვარჯიშზე ვერ აგდებენ ხოლმე...
ვოოტ
16 დეკემბერი 2021 16:42
1
გასაგებია ეს უფრო დაბალი დონის გუნდებია, მაგრამ როცა იცი რომ გენდობიან და ამდენ დროს გაძლევენ უფრო თავისუფალი ხდები და მარტივად გამოგზდის ყველაფერი, ვინემ როცა შეზღუდულ დროს გაძლევენ და თანაც არ გენდობიან, ასე რომ ბითაძისთვის მთავარია ძირითად გუნდში თვითდაჯერებულება და უფრო კარგად ათამაშებდა
Nukri
16 დეკემბერი 2021 15:40
1
მეტი რა ქნას ამ ბიჭმა თქვე ბრმებო ინდიანას მამებო?
16 დეკემბერი 2021 14:06
0
ნბა-ში სხვანაირი ფარები აყენია?
პპპ123
16 დეკემბერი 2021 13:41
1
სხვა დაცვა და სხვა მოწინაააღმდეგეები. ფარი ერთნაირია :))
ნუგზარი
16 დეკემბერი 2021 14:55
0

სიახლეები პოპულარული