კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელის შედეგიანი მატჩი აშშ-ში

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტური ლიგის უმაღლეს – I დივიზიონში გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა, ნიკა მეცხვარიშვილმა. 203 სანტიმეტრი სიმაღლის ფორვარდმა, რომელიც “ლუიზიანა მონროს” ღირსებას იცავს, სტუმრად შეხვდა “სტივენ ოსტინს” და 82:69 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა კი 21 ქულა ჩააგდო. საინტერესოა, რომ ოსტინმა ბოლო 34 საშინაო მატჩიდან მხოლოდ მესამედ წააგო. მეცხვარიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, თამაში წაუვიდა და საბოლოო ჯამში, მოედანზე 31 წუთი გაატარა, რითაც მხოლოდ ორ თანაგუნდელს ჩამორჩა. ნიკამ 9-
დან 4 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და აქტივში 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც ჰქონდა, პასივში კი – 2 დაკარგვა და ამდენივე პერსონალური ფოლი.

მიმდინარე სეზონში მეცხვარიშვილს უკვე 8 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი საშუალო მონაგარი 7.6 ქულა და 3.3 მოხსნაა. ლუიზიანა მონრო სან ბელთ კონფერენსში ირიცხება და ამ დროისთვის 6 მოგება და 4 მარცხი აქვს (მე-7 ადგილი), მომდევნო მატჩს კი 20 დეკემბრის დილას "საუზერნ მის გოლდენ იგლსთან" ჩაატარებს.

დღესვე ითამაშა რატი ანდრონიკაშვილის კრეიტონმაც, თუმცა, წარმატებული მატჩი ნამდვილად არ ჰქონია. ქართველი მცველის გუნდი შინ მოულოდნელად დამარცხდა (57:58) "არიზონა სტეიტთან", ანდრონიკაშვილმა კი 7 წუთში ერთადერთი სროლის აცილება მოასწრო.

gbf

altმამუკელაშვილის 16 წუთი და "მილუოკის" გამარჯვება [VIDEO]

altგოგას 38 და გიორგის 25 ქულა - ქართველების ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია ეს მაღალ-მაღალი და ჯანიანი ფორვარდები, მარა ცოტა მცველები და მსროლელებიც წამოდით რა.D
fff
16 დეკემბერი 2021 14:36
0

სიახლეები პოპულარული