მამუკელაშვილის საუკეთესო შედეგი და დრო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 დეკემბერს "მილუოკი ბაქსი" "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდა 90:119 დამარცხდა.

სანდროს ანგარიშზე 42 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, ამდენივე ჩაჭრა და დაფარება იყო. მამუკელაშვილმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და კალათში 9-დან 4 სამქულიანიც მოათავსა, პერსონალური ფოლი კი 3-ჯერ მიიღო. აქამდე მის საუკეთესო შედეგად 27 წუთი და 12 ქულა მიიჩნეოდა.

საკუთარ გუნდში მამუკელაშვილზე შედეგიანი ჯორდან ნვორა იყო - 28 ქულითა და 11 მოხსნით. ქართველზე მეტი კი მხოლოდ სამმა კალათბურთელმა ჩააგდო. გამარჯვებულთა მხრიდან, კევინ ლავსა და რიკი რუბიოს 15-15 ქულა ჰქონდათ.

"ბაქსს" 19 გამარჯვება და 13 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და  23 დეკემბერს "ჰიუსტონ როკეტსს" დაუპირისპირდება.

altსანდრო დიდი დროით დაიტვირთა და იმედებიც გაამართლა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან მაგარია ბიჭების წარმატება, ბეჟანიშვილიც, სანდროც და გოგაც კარგად ირჯებიან, მაგრამ მარტო მე ვაფიქსირებ ამას თუ მართლა ასეა: ძირითადად წაგებულ თამაშებში აგროვებენ ხოლმე ქულებს, მოხსნებს და ა.შ. ეს არ მომწონს ერთადერთი:)

წარმატებები სამთავეს!
გულშემატკივარი
20 დეკემბერი 2021 12:30
0
მაგარი ბიჭი გვეზრდება, ევროპაზე დავხაზავთ.
F
19 დეკემბერი 2021 19:13
0
ეს თვითონ ინდივიდუალურად რაც მოახერხა,კიდევ რამდენი პასი არ მისცეს როცა კარგ პოზიციაში იმყოფებოდა, უფრო მაღალი შედეგი ექნებოდა.
თბილისელი
19 დეკემბერი 2021 11:24
1
ვამბობდი ამ ბოჭს გოგასაგან განსხვავებით ჟილკა აქ დასლე იყყვის სათქმელს მეთქი.
Ttt
19 დეკემბერი 2021 10:46
0
23-მა რავარი 23 სიბრძნე მოსკლინტა :DDD
kaxa
20 დეკემბერი 2021 03:10
1
არავითარი. უბრალოდ ამერიკაშია გაზრდილი იქაურია ფაქტიურად ამერიკული კოლეჯიდან მივიდა სხვა ქვეყნიდან კი არ ჩასულა. მაგიტომ ენდობიან უფრო "მისაღებია" მაგათთვის, მაგრამ მაინც ბოლომდე მაგასაც არ ენდობიან ისე წესით როგორც იმსახურებს და როგორც უნდა იყოს. იმიტომ რომ ქართველია და ნაგლების სასტავს ჯერ-ჯერობით ვერ გადაუწყვეტიათ ამისი "გაბლატავება" აწყობთ თუ არ აწყობთ. საერთოდ საქართველოს გარეთ არ იცით რა ხდება თქვენ
23
19 დეკემბერი 2021 17:30
3
კარგია სანდრო , მასე გააგრძელე , კიდევ მეტი შეგიძლია , სეზონის ბოლომდე ძალიან მაგრა გაიზრდები , აი მომავალი სეზონიდან კი მჯერა ძალიან ბევრს გააკვირვებ ისეთ შედეგს დადებ . რაც მთავარია , ეგ ხასიათი და მოგებს ჟინი შენში მუდამ უნდა იყოს . წარმომიდგენია , ნაკრებს რამხელა ძალა დაემატება შენი სახით . წარმატებებიი !
ATP 16
19 დეკემბერი 2021 10:32
0

სიახლეები პოპულარული