ეს ბიჭი შანსს იმსახურებს - ბეჟანიშვილი შესანიშნავად თამაშობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს გიორგი ბეჟანიშვილის "გრანდ რაპიდსი" "იგნიტეს" დაუპირისპირდა და 106:123 დამარცხდა.

"რაპიდსის" შემადგენლობიდან საუკეთესო გიორგი ბეჟანიშვილი გახლდათ, რომელმაც 35 წუთში 21 ქულა (9/12), 7 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე) და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა ლენს სტეფენსონმაც. ეს უკანასკნელი გულშემატკივარს "ინდიანა პეისერსიდან" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსიდან" ახსოვს. რაც შეეხება მის სტატისტიკურ მონაგარს, 37 წუთში თავი 20 ქულით, 5 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

გიორგი ბეჟანიშვილი შესანიშნავ ფორმაშია. მოგეხსენებათ, ქართველი კალათბურთელი "დენვერ ნაგეტსის" საკუთრებაშია და იმედია, NBA-ს კლუბი
შანსს მისცემს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
104-103 იგებდნენ და 123-106 წააგეს.საქართველოს გუნდს რომ მოუვიდეს,თამაშის გაყიდვას დააბრალებდნენ და საშვილიშვილოდ შეიძულებდნენ.
სოსო
20 დეკემბერი 2021 18:16
3

სიახლეები პოპულარული