ბითაძის საუკეთესო მატჩი NBA-ში - გოგამ შანსი გამოიყენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში გოგა ბითაძის "ინდიანა" "კლიპერსთან" 133:139 დამარცხდა, ქართველმა კი თავის ამერიკულ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მაილს ტერნერის არყოფნაში ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა (24:38 წუთი) და მან შანსი შესანიშნავად გამოიყენა - 17 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი და 1 პერსონალური შენიშვნა მიიღო.

გოგამ 2021 წელს "მინესოტასთან" დამყარებული 14-ქულიანი რეკორდი გააუმჯობესა. ამ სეზონში მისი რეკორდი 11 ქულა იყო.

"ინდიანამ" 44 ჩატარებული მატჩიდან
15 მოიგო, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და 20 იანვარს "ლეიკერსს" დაუპირისპირდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგია, ბითაძეს უფრო მეტიც შეუძლია, მთავარია ენდონ და თვითდაჯერებულობა იგრძნოს, თორემ როცა არ გენდობიან და მცირე დროს გაძლევენ, თამაში ვერაფრით გამოგივა
Nukri
12:40 18-01-2022
0
ცენტრია და ფარქვეშისადან რომ ჩაყრის,ბუნებრივია,მაგრამ ერთი სამქულიანი ესროლა და ისიც რომ ჩააგდო,ეს გამიხარდა განსაკუთრებით.ესე იგი ამ თამაშში თავდაჯერება იგრძნო და ხელი არ აჰკანკალებია.ორივე გუნდი დაცვაში საშინლად თამაშობდა და მაღალი შედეგიანობა ამან გამოიწვია.ბედნიერი ვიქნები,თუ ასეთი პროცენტით სროლა,ნებისმიერ გუნდთან გამოუვა.ამ თამაშშიც ხშირად იყო მომენტები,როცა შეიძლებოდა მასზე პასის გაშვება,მაგრამ თანაგუნდელები არ ამჩნევდნენ.თუ ასე გააგრძელა ნდობაც მოიმატებს და ალბათ ხარისხიც.
სოსო
14:34 18-01-2022
0

სიახლეები პოპულარული