გოგას სასტარტო ხუთეული და 10 წუთი - "ინდიანა" "კლივლენდთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "კლივლენდ კავალიერსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 120:113 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან გოგა ბითაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 10 წუთი დაჰყო, რა დროშიც 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა ფარისკენ 3-ჯერ ისროლა, ზუსტი არც ერთ გამოდგა.

დაუკეთესო "საკრამენტოდან" ახლახანს გადმოყვანილი ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 3 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

"კავალიერსის" შემადგენლობი
დან კარის ლევერტმა და ჯერეტ ალენმა თანაბარი 22-22 ქულა მიითვალეს.

ამრიგად, "პეისერსი" 19 გამარჯვებითა და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 14 თებერვალს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

"კლივლენდი 35 მოგებითა და 21 მარცხით იმავე აღმოსავლეთსი მე-2 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 13 თებერვალს, "ფილადელფიას" პირისპირ ჩაატარებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
გოგას წარმატება გამახარებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით სასიკეთო პირი არ უჩანს.
სამართალი
11:58 12-02-2022
3
სულ არ ეთამაშა, უკეთესი იქნებოდა.
xuta
12:25 12-02-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული