მამუკელაშვილის 8 ქულა, "მილუოკიმ" "ოკლაჰომა" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსი" "ოკლაჰომა სითი თანდერს" ესტუმრა და 142:115 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი ჩემპიონებისთვის ეს შედეგი (142 ქულა) სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.

"ირმების" მხრიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 9 წუთი დაჰყო, რა დროშიც 8 ქულა (2/2 სამქულიანი) და 4 მოხსნა დააგროვა.

საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 39 ქულით, 7 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

"თანდერის" შემადგენლობიდან შაი გილჯეს-ალექსანდერმა გუნდს 33 ქულა, 8 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ბაქსი"
41 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას ხვალ, 10 მარტს, "ატლანტა ჰოუქსის" პირისპირ ჩაატარებს.

"ოკლაჰომა" 20 გამარჯვებითა და 45 მარცხით იმავე დასავლეთში მე-14 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 10 მარტს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული