კალათბურთი

ლეგიონერები

ბურჯანაძემ სასტარტოში ითამაშა და "უნიკახას" 8 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "ბეტისი" ესპანეთის უმაღლეს – ლიგა ენდესაში დასარჩენად იბრძვის, თუმცა საიმედო ამ ტურში ვერაფერი ქნა. ბეტისელები მორიგ ტურში “უნიკახას” ესტუმრნენ და 80:96 დამარცხდნენ. სასიამოვნო ამბავი კი ისაა, რომ ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა.

ბექამ მოედანზე 21:32 წუთი გაატარა და ეს ყველაზე დიდი დროა გასული წლის 11 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ქართველმა ლეგიონერმა "ხუვენტუდთან" 25:29 წუთი ითამაშა.

ამჯერად ბურჯანაძის მონაგარი 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი იყო. მან ხუთივე ორქულიანი ააცილა, თუმცა 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო,
ერთხელ დააფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ბეტისის" მაჩვენებლები 6 მოგება და 18 მარცხია და ის უახლოეს კონკურენტებს 2 გამარჯვებით ჩამორჩება. ამდენად, ელიტაში დასარჩენად დიდი ბრძოლა მოუწევს. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 2 აპრილს თად მაკფადენის "მურსიასთან" ჩაატარებს.

GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ