ბითაძის 30 წუთი და 14 ქულა - "ინდიანა" ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და 123:132 დამარცხდა.

მასპინძელთა რიგებიდან გოგამ მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.

საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც აქტივში 25 ქულა, 3 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.

სტუმართა შემადგენლობიდან ბოგდან ბოგდანოვიჩმა გუნდს 29 ქულა და 5 მოხსნა შესძინა.

კლინტ კაპელამ თავი 22 ქულით, 15 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, "პეისერსი" 25 მოგებითა და
51 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 31 მარტს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ჰოუქსი" 38 გამარჯვებითა და 37 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-10 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 31 მარტს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" პირისპირ გამართავს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაცვა გოგა, დაცვა! უყურე როგორ გადაადგილდებიან დაცვის დროს ემბიდი, იოკიჩი, ადებაიო, რაღაც არასწორად მოძრაობ დაცვის დროს, თავდასხმაში ბევრად უკეთ მანევრირებ, დაცვა გოგა, დაცვა!!!
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული