გოგას 6 ქულა 9 წუთში - ქართველმა მატჩი ტრავმის გამო დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დეტროიტ პისტონსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 121:117 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 9 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 6 ქულით (3/3), 1 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა. პირველ ტაიმში გოგამ 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო, რის გამოც მოედანზე ლიმიტირებული დროით დაიტვირთა, შესვენების შემდეგ ბითაძე მოედანზე აღარ გამოჩენილა, გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა ცენტრმა მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო, სიმძიმე ჯერ-ჯერობით უცნობია.

საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც აქტივში 19 ქულა, 9 მოხსნა, 17 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება
ჩაიწერა.

სტუმართა მხრიდან სადიქ ბეიმ 31 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2-იც ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, "პეისერსი" 25 გამარჯვებითა და 54 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 6 მარტს, "ფილადელფიას" პირისპირ გამართავს.

"დეტროიტი" 23 მოგებითა და 56 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-14 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 7 მარტს, "დალას მავერიკსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა:
ფილადელფია გოგა ბითაძეს ორწლიან კონტრაქტს აფორმებს.
ქ. გ.
18:09 06-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული