გოგა ბითაძეს NBA-ს ახალ კლუბს უკავშირებენ

AutoSharing Option
მომავალი სეზონის წინ ერთი გარიგება მკაფიოდ მოჩანს, რომელიც წესით, მის მონაწილე NBA-ს ორივე კლუბს დააკმაყოფილებს... 8points9seconds-ი ქართველ კალათბურთელზე წერს:

"ინდიანა პეისერსს" პირველ რაუნდში არჩეული კალათბურთელი ჰყავს, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად აწუხებს და პროდუქტიულობაც აკლია. საუბარია გოგა ბითაძეზე, რომლის შესახებაც ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება რთულია. არ ჩანს ის გზა, რომელიც გოგას "პეისერსში" სტაბილურობას მოუტანს. ბითაძეს ახალბედისთვის განკუთვნილი კონტრაქტის კიდევ ერთი წელი აქვს, მისი გაგრძელება კი ინდიანელთა სურვილზეა დამოკიდებული. ამ ეტაპისთვის რთული წარმოსადგენია, რომ ისინი ამ ნაბიჯზე წავიდნენ...

ბოლო სეზონში გოგა საშუალოდ
14.2 წუთში 7.0 ქულასა და 3.8 მოხსნას აგროვებდა. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ თუკი დრაფტის ოცეულისკენ არჩევანის უფლებას მიიღებს, "პეისერსი" გარიგებაზე სერიოზულად იფიქრებს...

ჩვენი გათვლებით, სწორი იქნება, თუკი დრაფტის მე-20 ნომრის სანაცვლოდ, "ინდიანა" ბითაძეს "სან ანტონიოს" შესთავაზებს. "სპურსი" არ უნდა იყოს წინააღმდეგი, აქცენტი მაღალ ახალგაზრდა კალათბურთელზე გააკეთოს, რომელსაც ლიგაში გამოჩენის დღიდან სრულფასოვანი სათამაშო დრო არასდროს ჰქონია. "სან ანტონიოში' ცენტრის პოზიციაზე როტაცია საშუალო დონეზეა და მის რეორგანიზებაზე სერიოზულად ფიქრობენ”.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიეცით ხმა გიო შერმადინს, რას ელოდებით ხალხო!
lugu123
23 აპრილი 2022 14:01
0
მწვრთნელი კარგი ყავთ. მოსაგებად არ თამაშობდნენ ბოლოს. გოგამ ბოლო დროს მოუმატა, მაგრამ დაცვაში ძაან სუსტად თამაშობს, პოზიციებს სწორად ვერ არჩევს ძირითადად და უბურთო მოძრაობებიც გამოსასწორებელი აქვს. რაც მთავარია სითამამე აკლია, სამ ქულიანებს ცოტას ისვრის, ნუ სროლის პროცენტული მაჩვენებლებიც გამოსასწორებელი აქვს. ბევრი სამუშაო აქვს რეალურად NBA დონის ცენტრად რომ ჩამოყალიბდეს. თუმცა სეზონის ბოლოს პროგრესი აშკარად ემჩნეოდა. იმედია შემდეგ სეზონში ტრამვები არ შეუშლის ხელს
ვუყურებ გოგას თამაშებს
22 აპრილი 2022 18:26
0
რა შედეგიც აქვთ, ისეთივეა მწვრთნელი, რა მოგწონთ ვერ გავიგე მართლა.
კარგად უყურე
23 აპრილი 2022 11:29
0
ინდიანამ პირველ რიგში მწვრთნელზე იფიქროს, თორემ გოგა როგორმე იპოვის კლუბს, თან ინდიანაზე ბევრად უკეთესს, სან-ანტონიოზე თუ არის საუბარი, პოპოვიჩი ტყუილად არ დაადგამდა თვალს ჩვენს ბიჭს, თან ახალი გუნდი შენდება, არც დაფიქრდე გოგა და გადადი ადმირალის და ტიმ დანკანის ტრადიციების გუნდში. მისტერ გრემი მისგან მაგარ ცენტრს გამოძერწავს.
D
21 აპრილი 2022 14:48
2

სიახლეები პოპულარული