ბითაძე: ფაჩულიამ ეს შეძლო... იქნებ მეც მაქვს შანსი?!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ინდიანა პეისერსის" ცენტრ გოგა ბითაძესთან Indistar-მა ინტერვიუ ჩაწერა. საუბრის ძირითადი ნაწილი ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას შეეხო:

"ფაჩულიამ მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველოშიც არიან კარგი კალათბურთელები. მან ბევრი რამ გააკეთა ხალხისთვის.

ფაჩულია NBA-ში რომ არ ყოფილიყო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ აქ ოდესმე მოვხვდებოდი. ზაზამ მაღალ დონეზე ითამაშა - "გოლდენ სტეიტთან“ ერთად ორჯერ მოიპოვა ჩემპიონობა.

ნებისმიერი კალათბურთელი დაფიქრდება: "ზაზამ ეს შეძლო. ის დიდებული კალათბურთელია. შესაძლოა, საუკეთესო ქართული კალათბურთის ისტორიაში“. შემდეგ საკუთარ თავსაც შეხედავ და იტყვი: "იქნებ მეც მაქვს შანსი?!“

ფაჩულია
მეუბნებოდა, რომ NBA-ში მოხვედრაზე კიდევ უფრო ძნელია იქ ადგილის შენარჩუნება. ეს სიტყვები მუდამ გონებაში მაქვს...

"როდესაც "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ ვითამაშე, ნამატჩევს მე და ზაზა რესტორანში წავედით. ის უფროსი ძმასავითაა. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ერთი ოჯახივით ვართ“.

შეგახსენეთ, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 16 წლის განმავლობაში გამოდიოდა.

altგოგა ბითაძეს NBA-ს ახალ კლუბს უკავშირებენ

altბითაძემ გასული სეზონის საუკეთესო კალათბურთელთან კარიერის გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა [VIDEO]

alt"ძალიან ემოციურია და თან სასიხარულო ამის დაწერა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა ფაჩულია

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები!
ბს
12:37 03-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული