Mundo Deportivo: შენგელია ევროთასის ფინალში - შემდეგ NBA-ში? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" სტუმრად "ვალენსია" 83:73 დაამარცხა და ევროთასის ფინალში გავიდა.

შენგელიამ მეტოქის ლიდერი ბოიან დუბლიევიჩი გაანეიტრალა და 26:04 წუთში 15 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკე შედეგინობითა და სარგებლიანობის 16-იანი კოეფიციენტით თავის გუნდში საუკეთესო იყო.

11 მაისს, ფინალში, ბოლონიური გუნდი "ბურსასპორს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროლიგის საგზურს მოიპოვებს.

"მუნდო დეპორტივო" იტყობინება, რომ შენგელიას "ვირტუსთან" კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ბოლონიური კლუბი ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ
გასამრჯელოდ 1.8 მილიონ ევროს სთავაზობს. თუ ბიუჯეტმა ამის საშუალება მისცა, მის გადაბირებას "ბარსელონა" შეეცდება.

გამოცემის მტკიცებით, 30 წლის ქართველის სამსახურით აგრეთვე "მაკაბი", "ანადოლუ", "რეალი", "ვალენსია", "ფენერბაჰჩე", "რეალი" და მისი ყოფილი გუნდი "ბასკონია" არიან დაინტერესებულნი, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ყველაზე მეტი შანსი "ბარსასა" და "ფენერს" აქვთ.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, შენგელიას არ სურს NBA-ში დაბრუნების შესაძლებლობა გაუშვას ხელიდან და ზაფხულში სხვადასხვა ვარიანტს შეისწავლის.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სად ვირტუსში თამაში და სად ბარსელონაში,ევროპის საუკეთესო ლიგაში და გუნდში,თან უდიდესი შანსი ევროლიგა მოიგო
სოსო
05 მაისი 2022 20:15
0
მე მგონია, რომ ბოლონია საუკეთესო არჩევანია, ბელინელი, თეოდოსიჩი, ჰაკეტი, კარგი კონტრაქტი, იტალია, მგონი ეს გუნდი ბევრად უკეთ შეთამაშდება იმიტომ, რომ ყველა სუპერგამოცდილი კალათბურთელები არიან. განასწავლულობით თოკო რაც არის, წუხელ კარგად გამოჩნდა. ნამდვილი პროფესორია. ერთი რამეც, თოკოს დონის კალათბურთელს უბრალოდ არ ეკადრება ასეთი ცუდი მაჯა, ამას ყველა ძალიან განვიცდით დარწმუნებული ვარ, ივარჯიშე რა სროლებში თოკო! ყოველ მე2-მე3 თამაშში სროლის სტილს იცვლის, ხან ერთი მანერით ესვრის, ხან მეორეთი, გასაკვირია უმაღლესი კლასის კალათბურთელისაგან, ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, პირიქით, თოკო ძალიან მიყვარს და ვაფასებ, მაგრამ სიმართლე ღმერთს უხარიაო....
05 მაისი 2022 12:13
3
გელაც წავიდა ნუგზარაშვილი ნბა-ში და რა ხეირი?
ფირუზა
05 მაისი 2022 11:18
15
მიუხედავად თოკოს დიდი პატივისცემისა, არ არის იგი ნბა-ს დონის, თოკოს მთავარი პრობლემა ცუდი მაჯაა და არ აქვს სტაბილური ორიანი და სამიანი. მშვენივრად ერგება ევროპულ კალათბურთს, ნბაში სკამზე ან ჯე ლიგაში თამაშს აქ ურჩევნია ევროპაში იყოს პატივში
კახა
05 მაისი 2022 08:04
2
ნბა ში არც იფიქროს
არ უნდა
თენგო
05 მაისი 2022 07:40
1
წარმატებები თორნიკეს,ძალიან კარგი სპორტსმენია და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა,ხელფასებიც იცოცხლე კარგი ყოფილა ევროპულ გუნდებში(არ მეგონა ნაღდად)რაც შეეხებაNBA -ს ვალიკო მიზანდარის არ იყოს “დიდ ავიაციაში დაბრუნება გვიანი ხომ არ არის”, საწყენად არ ვამბობ, (: ნაკრების ნამდვილი ლიდერია და მინდა მუდამ კარგ ფორმაში იყოს,მუდმივი სათამაშო პრაქტიკით.
დარაჯი
05 მაისი 2022 05:41
1
ბარსაში ან რიალში კარგი იქნებოდა,ევროპული კალათბურთის გრანდები არიან
ირაკლი
05 მაისი 2022 03:57
1
დაბრუნდი ესპანეთში! ყველაზე კარგად მანდ თამაშობ,ახლაც ესპანურ გუნდს ეთამაშე და ყველაზე შედეგიანი იყავი,გადადი ბარსაში!
მარი
05 მაისი 2022 03:38
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული