Basketnews: შენგელიამ მძიმე ტრავმა მიიღო - მას NBA-ში დაბრუნება სურს

AutoSharing Option
"პეზაროსთან" მოგებულ (82:76) იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში "ვირტუსის" ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე შენგელიამ მარჯვენა კოჭ-წვივის სერიოზული ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

მან ამ შეხვედრაში 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა და სავარაუდოდ, მეოთხედფინალურ სერიაში თავის გუნდს ვეღარ დაეხმარება.

Basketnews-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენგელია ბოლონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა, ახლა კი იტყობინება, რომ ქართველის სამსახურით ევროლიგის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, მაგრამ ყველასთან მოლაპარაკება შეჩერებულია, ვინაიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით NBA-ში დაბრუნება უნდა და ეს მისი მთავარი
მიზანია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგით რააა,როცა ნაკრების თამაში მოდის,მაშინ იმტვრევა ყველა
მარი
17 მაისი 2022 14:10
9
ხო, ძალით იმტვრევიან რას ამბობ. როგორ არ უნდათ ნაკრებში თამაში ეჰ ეჰ. კარგით რა
დემე
18 მაისი 2022 03:14
1
პირადა ჩემთვის მთავარია თოკო ევროპის ჩემპიონატისათვის სრულად იყოს მზად. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
17 მაისი 2022 13:35
1
აბა ბოროტო, ბოღმიანო, "ურა პატრიოტებო" გაიხარეთ. თქვენს ჯინაზე თოკო მალე გამოჯამრთელდება და კვლავ გაგვახარებს!
წარმატება თორნიკეს!
17 მაისი 2022 09:10
4
მშვენიერი დროა დაბრუნებისთვის. გამოცდილი და დაღვინებულია, ახლა თუ არა მერე რთული იქნება.
._.
17 მაისი 2022 02:28
2
რო ამბობდა ცსკ ში იმიტომ გადევედი რო ნაკრების თამაშებზე გამომიშვანო , ეხლა ნბა წასვლას აპირებს რო საერთოდ აღარ გამოუშვან. თუმცა ისედაც რამდეჯერმე ტრაუმა მოიგონა რო არ ჩამოსულიყო
1234
17 მაისი 2022 02:18
23
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია................. ჯანმრთველობა და წარმატებები თორნიკეს!
გიზოგ
17 მაისი 2022 11:34
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული