თორნიკე შენგელია სასიხარულო განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთში მაგისტრის ხარისხი სპორტის მენეჯმენტსა და იურიდიულ უნარებში მიიღო.

თოკო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"ჩემთვის ეს განსაკუთრებულია! მივიღე მაგისტრის ხარისხი სპორტის მენეჯმენტსა და იურიდიულ უნარებში. ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, ეს არ იყო მარტივი, მაგრამ მარტივი არაფერი არ არის. მინდა ამით ახალგაზრდა თაობას შევძინო მოტივაცია და იმის რწმენა, რომ სტერეოტიპი - სწავლა და სპორტი ერთმანეთს არ უთავსდება, დამსხვრევადია. საბოლოოდ, ყველაფერი ნებისყოფაზე, მონდომებასა და დროის სწორად გადანაწილებაზე გადის. არასდროს არის ადრე ან გვიან, რომ იფიქრო მომავლის გეგმებზე.
დაიმახსოვრე, ყოველთვის ირწმუნე შენს თავში და ყოველთვის ილიდერე მაგალითით. მინდა, მადლობა გადავუხადო elpa-ს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის და იმისთვის, რომ ზრუნავს მოთამაშეებზე პარკეტსა და პარკეტს მიღმა. ასევე, მადლობა ISDE უნივერსიტეტს ამ არაჩვეულებრივი, მრავალმხრივი პროგრამისთვის, მოქნილი გრაფიკისა და ხელშეწყობისთვის".

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას 24 და 27 აგვისტოს ნიდერლანდებთან და იტალიასთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ახალგაზრდებო დაიმახსოვრეთ მთავარია იღბალი და გამართლება, მეცნიერულად შრომისმოყვარე და თადებული პროცენტულად უფრო მეტია, ვიდრე პირიქით, მაგრამ უმართლებთ ერთეულებს და აღწევენ წარმატებებს. წარმატებული არასდროს არ იტყვის, რომ გაუმართლდა, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა და აქცენტს გააკეთებს მის შრომისუნარიანობაზე და თავდადებაზე. ზომიერად ყველაფერი საჭიროა, მაგრამ ელოდეთ იღბალს!!!
იღბალი
11:40 20-07-2022
1
შორს არ არის ის დრო, როცა ურა-დებილ-პატრიოტიზმი გატეხავს :)
odala
01:23 20-07-2022
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული