თორნიკე შენგელია სასიხარულო განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთში მაგისტრის ხარისხი სპორტის მენეჯმენტსა და იურიდიულ უნარებში მიიღო.

თოკო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"ჩემთვის ეს განსაკუთრებულია! მივიღე მაგისტრის ხარისხი სპორტის მენეჯმენტსა და იურიდიულ უნარებში. ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, ეს არ იყო მარტივი, მაგრამ მარტივი არაფერი არ არის. მინდა ამით ახალგაზრდა თაობას შევძინო მოტივაცია და იმის რწმენა, რომ სტერეოტიპი - სწავლა და სპორტი ერთმანეთს არ უთავსდება, დამსხვრევადია. საბოლოოდ, ყველაფერი ნებისყოფაზე, მონდომებასა და დროის სწორად გადანაწილებაზე გადის. არასდროს არის ადრე ან გვიან, რომ იფიქრო მომავლის გეგმებზე.
დაიმახსოვრე, ყოველთვის ირწმუნე შენს თავში და ყოველთვის ილიდერე მაგალითით. მინდა, მადლობა გადავუხადო elpa-ს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის და იმისთვის, რომ ზრუნავს მოთამაშეებზე პარკეტსა და პარკეტს მიღმა. ასევე, მადლობა ISDE უნივერსიტეტს ამ არაჩვეულებრივი, მრავალმხრივი პროგრამისთვის, მოქნილი გრაფიკისა და ხელშეწყობისთვის".

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას 24 და 27 აგვისტოს ნიდერლანდებთან და იტალიასთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ახალგაზრდებო დაიმახსოვრეთ მთავარია იღბალი და გამართლება, მეცნიერულად შრომისმოყვარე და თადებული პროცენტულად უფრო მეტია, ვიდრე პირიქით, მაგრამ უმართლებთ ერთეულებს და აღწევენ წარმატებებს. წარმატებული არასდროს არ იტყვის, რომ გაუმართლდა, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა და აქცენტს გააკეთებს მის შრომისუნარიანობაზე და თავდადებაზე. ზომიერად ყველაფერი საჭიროა, მაგრამ ელოდეთ იღბალს!!!
იღბალი
20 ივლისი 2022 11:40
1
შორს არ არის ის დრო, როცა ურა-დებილ-პატრიოტიზმი გატეხავს :)
odala
20 ივლისი 2022 01:23
2
შენგელიას ცუდად ხსენებაზე, პირები კარგად საპნით გამოირეცხეთ!
გაბოროტებულებს, 888-ს და ***-ს.
19 ივლისი 2022 20:46
4
თორნიკე მართალია, ჯერ არ დაბადებულა ადამიანი რომელიც ორ საზამთროს ხელის გულზე გაიჩერებს, ანუ არ შეიძლება იყო ორი ბატონის მსახური და ორივეს კარგად ემსახურო, ამიტომ თუ ტალანტი გაქვს სპორტს უნდა გაჰყვე, რადგან ის დროებითია, მის შემდეგ კი სპეციალობის სწავლასაც მოასწრებ და წარმატებასაც მიაღწევ, რადგან ამისთვის მეტი დრო გაქვს.
ჟორა გაბრიჭიძე
19 ივლისი 2022 19:23
10
ზოგადად მეც ვფიქრობ რომ რუსეთში სათამაშოდ წასვლა არ არის პატრიოტული საქციელი. ბევრი ამას მხოლოდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიხვდა, არადა ზუსტად იგივეს აკეთებდა რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი, მითუმეტეს ისეთი დიდი სპორტსმენის ლანძღვას, როგორიც თორნიკეა. ვფიქრობ თვითონაც მიხვდა, რომ ცეესკაში გადასვლა არ იყო სწორი საქციელი.

მაგრამ ისიც არ დამავიწყდება, რომ თორნიკე იყო ევროლიგაში მოთამაშე ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც ნაკრების თამაშებზე ჩამოდიოდა. და შესაძლოა სწორედ ეს მოქმედება იყო გადამწყვეტი იმაში, რომ ახლა მსოფლიოზე გასვლის შანსს ვინარჩუნებთ.
დათო
19 ივლისი 2022 15:22
0
ჩვენი კაპიტანი ღირსეული ადამიანი და პატრიოტია, ვიღაც კაცმაცუნებს ყურადღება არ მიაქციო თოკა, წარმატებები
ზაზუნა
19 ივლისი 2022 15:19
1
რუსული არმიის პრაპორშიკის პაგონები დატოვა თუ თან აქვს იტალიაში?
888
19 ივლისი 2022 14:57
36
ეი ტუტუც! შენს და შენნაირი ხელმოცარულების ჯინაზე: გაუმარჯოს ჩვენს ღირსეულ პატრიოტ კაპიტანს! თორნიკე, შენ საქართველოში ნაღდ ქართველების უმრავლესობას უყვარხარ და პატივს გცემთ და ესეთ დურაკებს, როგორებიც არიან 888-ა და ***-ა ჩასათვლელებიც არ არიან! ესეთებს უნდა ამოარტყა პანჩურები და ჰაიდააა!
888ს
19 ივლისი 2022 19:36
2
დარწმუნებული ვარ, შენ ლგებეტეს დროშით იღვიძებ და იძინებ!
888-ს
19 ივლისი 2022 19:09
9
“ჩვენი კაპიტანი” არის ურაპატრიოტი, ნამუსი რომ ქონდეს კაპიტნობას დათმობდა, თუმცა ნამუსი რომ ჰქონიდა რუსულ ჯარში არ ჩაირიცხებოდა!
***
19 ივლისი 2022 14:01
47
შენი კომენტარები გაჟღენთილია: სიბოროტით, ბოღმით , გესლით და კაცთ მოძულეობით. საინტერესოა ასეთი ნეგატივებებით, როგორ ცხოვრობ, როგორ დადიხარ, როგორ სუნთქავ? გეტყობა შენ ხარ მარტო სული, არც მეგობარი გეყოლება და არც არავის ეყვარები! და ამიტომაც ხარ ასეთი გაბოროტებული!
******-ს რა გეშველება?!
19 ივლისი 2022 19:07
1
ჩვენი კაპიტანი არის არა მხოლოდ მაგარი სპორცმენი და პროფესიონალი, არამედ ასევე კაცი, მაგალითი მომავალი თაობისთვის.
ასეთ კაცს რომ კორტნიან და გესლავენ ხელმოცარული პოლიტიკოსები და ხელმოცარული ჟურნალისტები, უბრალოდ სასაცილოა.
არჩი
19 ივლისი 2022 13:17
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული