კალათბურთი

ლეგიონერები

თორნიკე შენგელიამ "ვირტუსთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ "ვირტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, - იტყობინება ბოლონიური კლუბის საიტი.

შენგელიამ "ვირტუსთან" 2+1 სისტემის ხელშეკრულება გააფორმა.

თორნიკე "ვირტუსში" გაზაფხულზე გადავიდა, გუნდთან ერთად ევროთასი მოიგო და ევროლიგაზე ითამაშებს.

ის ამჟამად ტრავმირებულია და პარკეტზე დაბრუნებას ნოემბერში შეძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ