შერმადინი მოედანს 18 ქულითა და გამარჯვებით დაუბრუნდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი მოედანს დაუბრუნდა. "ლენოვო ტენერიფეს" ქართველმა ცენტრმა ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო 2 ტური გამოტოვა. მას არც წინასასეზონო, მოსამზადებელ მატჩებში უთამაშია და ამ ერთთვიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე სეზონში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. მისმა გუნდმა ვილნიუსის "რიტასს" უმასპინძლა და საკმაოდ დამაჯერებლად – 89:74 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ "ლენოვო ტენერიფე" ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია და ამ სეზონშიც ტიტულის დაცვა აქვს დაგეგმილი.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო დ მოედანზე გატარებულ 21:36 წუთში 18 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 6 ორქულიანი და 11-დან 6
საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. გიორგის მოედანზე ყოფნის პერიოდში ტენერიფელებმა მეტოქეზე 13 ქულით მეტი ქულა ჩააგდეს, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17-ს გაუტოლდა.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მარსელინიო უერტასი იყო 19 ქულითა და 7 პასით, სასუ სალინმა კი 18 ქულა (6 სამქულიანი) ჩააგდო. "ლენოვო ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში მომდევნო შეხვედრას 18 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც საბერძნეთში "პერისტერის" ესტუმრება. ჯგუფში მეოთხე გუნდი ებრაული "ჰირზილიაა", რომელიც პირველ ტურში "პერისტერისთან" 60:76 დამარცხდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული