რატი ანდრონიკაშვილმა ესპანურ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 21 წლის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი (სიმაღლე 194 სმ) ესპანური "მურსიას" წევრი გახდა.

ლიგა ენდესას საიტის ცნობით, ანდრონიკაშვილმა "მურსიასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მისი გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმა და ხვალიდან სიტო ალონსოს ხელმძღვანელობით შეუდგება ვარჯიშს.

კლუბის ვებ-გვერდი აღნიშნავს, რომ ქართველი ფიზიკურად ძლიერია, დაცვაშიც სასარგებლოა და შეტევაშიც, ევრობასკეტზე მიიღო მონაწილეობა, შესარჩევ ეტაპზე ჩატარებულ მატჩში ესპანეთის ეროვნულ გუნდს 17 ქულა ჩაუგდო და ადრე NCAA-ის "კრეიტონში" თამაშობდა.

"მურსია" ესპანეთის პირველობაზე 9 ტურის შემდეგ 4 მოგებით მე-12 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფის ლიდერია.

ამ გუნდის ღირსებას
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
წარმატებები, უმაგრეს ქართველს! რატი, დარწმუნებული ვარ ძალიან მოუმატებს. განსაკუთრებულად ვქომაგობ.
ლევანი
29 ნოემბერი 2022 13:08
0
Ra uazrod kargaven bitadze da mamukelashvili oqros dros amerikashi...ar jobs evropa? nebismier dzlier gundshi liderebi iqnebian...
Givi
28 ნოემბერი 2022 12:17
0
წარმატებები, გვჭირდება მაღალი კლასის გამთამაშებელი ნაკრებში. ესპანეთის ჩემპიონატი კარგ გამოცდილებს მისცემს.
Qqq
28 ნოემბერი 2022 12:05
0
ყოჩაღ შენ აგენტს მაგარ ლიგაში მოგახვედრა!!!სამი ნაკრების კაცი გვეყოლება ესპანეთში
საბა
28 ნოემბერი 2022 00:06
0
აბა შენ იცი რატი ომახიანად უნდა დაიწყო ესპანეთში!
გიორგი
27 ნოემბერი 2022 23:47
0
რა კარგიაა!!წარმატებები რატი❤️
ანი
27 ნოემბერი 2022 23:44
0
კარგია,რატის კარგად აქვს დაცდილი ესპანეთი თან იცის ესპანურიც
ლადო
27 ნოემბერი 2022 23:26
0
ახალგაზრდა კალათბურთელისთვის საუკეთესო ადგილია ლიგა ენდესა!!იმედია თავს გამოიჩენს და დიდხანს დარჩება ესპანეთში
გაგა
27 ნოემბერი 2022 21:37
0
აუ რა მაგარიააა,შენგელიაც არ უნდა წამოსულიყო ესპანეთიდან,საუკეთესო ლიგაა ევროპაში,გარდა მაგისა სპორტული ქვეყანაა!!
ბექა
27 ნოემბერი 2022 21:28
1
nu mazgachob bolda .
gri
28 ნოემბერი 2022 11:12
3
ძალიან კარგია!ჯერ ერთი,მაკ ფადენისაგან ძალიან ბევრს ისწავლის და მეორე,კარგად შეთამაშდებიან.რატის მთავარი ნაკლი,გუნდური თამაშია.საკუთარ თავზე იღებს შეტევას,ყველამ იცის,რომ სროლას აპირებს და ხშირად ხელს უშლიან.ნაკრების ორი უკანახაზელი ერთად თამაშს რომ დაალაგებენ,ძალიან გაგვიადვილდება შეტევაში ბურთის გათამაშება და კომბინირება.მთავარია ბევრი სათამაშო დრო მისცენ.
სოსო
27 ნოემბერი 2022 21:09
0

სიახლეები პოპულარული