კალათბურთი

ლეგიონერები

მამუკელაშვილმა NBA -ში პირადსარეკორდო 6 პასი მიითვალა

AutoSharing Option
გარკვეული პაუზის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ითამაშა. NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში "მილუოკი ბაქსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 123:97 გაანადგურა. ქართველმა ფორვარდმა "მილუოკის" სათადარიგოთა შორის ყველაზე მეტი – 23 წუთი ითამაშა, რა დროშიც შედეგიან გადაცემებში საკუთარი პირადი რეკორდი დაამყარა.

მთლიანობაში მამუკელაშვილმა 3 ქულა, 8 მოხსნა (სეზონის საუკეთესო შედეგი) და 6 პასი (კარიერის საუკეთესო შედეგი) მოაგროვა. მან 1 ორქულიანი ააცილა, 1 სამიანი კი ჩააგდო. ანტეტოკუმპოს არყოფნის დროს, გუნდს ბობი პორტისმა (22 ქულა, 14 მოხსნა), ბრუკ ლოპესმა (18 ქულა, 8 მოხსნა, 3
დაფარება) და ჯრუ ჰოლიდეიმ (21 ქულა, 4 მოხსნა, 8 პასი) ულიდერეს. "ბაქსის" გამთამაშებელს 14000 კარიერული ქულა დაუგროვდა. "ჯაზის" რიგებში 18-18 ქულა მალიკ ბიზლიმ და ლაური მარკანენმა ჩააგდეს.

"მილუოკ ბაქსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 მოგებითა და 8 მარცხით მეორე პოზიციას იკავებს. მამუს გუნდი 20 დეკემბრიდან გასვლით შეხვედრებს იწყებს. იანისი და კომპანია "ნიუ ორლეანს", "კლივლენდს", "ბრუკლინს", "ბოსტონსა" და "ჩიკაგოს" ესტუმრებიან.

GBF.GE