კალათბურთი

ლეგიონერები

მამუკელაშვილის 5 ქულა 7 წუთში "მაიამისთან"

AutoSharing Option
ლიდერის, იანის ადეტოკუმბოს გარეშე მოთამაშე "მილუოკიმ" სტუმრად "მაიამისთან" 95:111 დათმო. ამ შეხვედრის გმირი კაილ ლოურის ნაცვლად სასტარტოში მოთამაშე ნიგერიელი მცველი გეიბ ვინსენტი იყო, რომელმაც "ბაქსს" 27 ქულა ჩაუგდო. ეს "მაიამის" მეორე გამარჯვება იყო "მილუოკიზე" ბოლო სამი დღის განმავლობაში.

ისევე, როგორც წინა მატჩში სანდრო მამუკელაშვილს ამჯერადაც მცირე სათამაშო დრო მიეცა – 7:11 წუთი. ქართველმა ფორვარდმა გუნდს 5 ქულა მოუტანა. 2:02 წუთით ადრე სანდრომ სამქულიანი ჩააგდო (107:91), ბოლოს კი უკანასკნელ წამზე ფარქვეშიდან დაასრულა "ბაქსის" შეტევა. მამუკელაშვილმა 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო, სხვა პოზიტიური
სტატისტიკა მას არ ჰქონია (2 პერსონალური). "ბაქსს" 27 მოგება და 16 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 – მე-4 ადგილზეა "კავალიერსთან" ერთად.

GBF.GE